მიწისძვრისაგან დაზარალებული იაპონიის ასობით ათასი მაცხოვრებელი სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების უკმარისობას განიცდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მართალია ხელისუფლება დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის, მაგრამ მრავალი დასახლებული პუნქტი დამანგრეველი ცუნამის ზემოქმედების გამო იზოლაციაშია დარჩენილი.
აგალითად, ქალაქ ივაკში სადაც 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს უკვე იწურება საჭმლისა და ბენზინის მარაგი. ყველა მაღაზია დაკეტილია. ადგილობრივმა პოლიციამ უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას უკვე დაურიგა 90 ათასი თბილი საბანი. ამ ქალაქში ხელისუფლების დახმარება ჯერ არ მისულა.
ამასთან ერთად, ადგილობრივი ტელეკომპანია "NHK"-ის ინფორმაციით, სტიქიისგან დაზარალებულ რაიონებში საგრძნობლად აცივდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მომხდარი მიმწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა შესაძლოა 10 ათას ადამიანს მიაღწიოს. ეს განცხადება მიწისძვრისგან ყველაზე დაზარალებული მიამის პრეფექტურის მილიციის უფროსმა ნაბუტო ტაკეუტიმ დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარ 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია. დაკარგული ათასობით ადამიანიდან უმრავლესობა სავარაუდოდ დაღუპულია.