იაპონიის ხელისუფლება ფუკუსიმას პრეფექტურიდან 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაციას ახდენს.
მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იუკიო ედანოს განცხადებით, ფუკუსიმა-I -ის მესამე ენერგობლოკზე აფეთქების საშიშროებაა.
ევაკუაციას ექვემდებარება ფუკუსიმა -I და ფუკუსიმა -II-ის 20 კილომეტრიან ზოლში მყოფი მოსახლეობა.
ფუკუსიმა-I-ზე გუშინ მომხდარი აფეთქებისა და რადიაციის გაჟინვის შედეგად 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო რადიაციული დასხივება. შესაბამისი ინფორმაცია იაპონიის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურე, 150-მდე ადამიანს უტარდება შესაბამისი გამოკლველები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად.