იაპონიაში მომხდარი მიმწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 10 ათასს მიაღწიოს. განცხადება ამის შესახებ სტიქიის შედეგად ყველაზე დაზარალებული მიამის პრეფექტურის მილიციის უფროსმა ნაბუტო ტაკეუტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა, რამაც ცუნამიც გამოიწვია.
გარდაცვლილთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი.