იაპონიის "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ბლოკზე აფეთქების საშიშროებაა.
ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივნმა მიუკიო ედანომ განაცხადა.
მისი თქმით, სადგურის მესამე ბლოკზე წყლის დონის აწევით რეაქტორის გაგრილების პროცესი დაწყებულია.
"თუმცა არის ალბათობა, რომ წყალბადმა ბლოკის სახურავამდე აიწია და შესაძლოა მოხდეს ისეთივე აფექება, როგორიც გუშინ პირველ ბლოკზე მოხდა", - განაცხადა ედანომ.
რადიაციული ფონი ატომურელექტრო საგურზე კვლავ მაღალია.
შგახსენებთ, რომ ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი ბლოკის შიდა კედელი დაინგრა დაფიქსირდა რადიაციის გაჟონვა.