უკრაინის ექს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო კვლავ გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ტიმოშენკო გენერალური პროკურატურის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს, ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრემიერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
რამდენიმე ხნის წინ გენერალურმა პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა ექს-პრემიერის და ამჟამად ოპოზიციის ლიდერის საქმის სასამართლოში გადაგზავნის შესახებ.
შეგახსნებთ, რომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე.
ერთი მათგანი უკავშირდება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, მეორე კი სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის ათასი ავტომანქანის მაღალი ფასებით შეძენას.
ექს-პრემიერი არ აღიარებს წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მას პოლიტიკურად უპირისპირდება.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ მოტივებს.