"ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ღმერთმა ისინი დასაჯა რუსეთის წინააღმდეგ გამოხტომების გამო", "არ იყო საჭირო კურილიის კუნძულებზე პრეტენციის გამოცხადება", "ეს მათ კუნძულებისათვის", "ასევ მოუხდებათ", "აი ის იარაღიც რომელსაც მათ ჟირინოვსკი დაპირდა. არაა საჭირო ჩვენი კუნძულებისკენ თათების გამოშვერა", - ეს რუსი ბლოგერების მიერ დატოვებული კომენტარების ერთი მცირე ნაწილია დღეისათვის ბლოგსფეროში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოგერ "დრუგოის" ბლოგში, რომლის პოსტიც იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას ეხება.
მრავალი მომხმარებელი დაუფარავ სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რაც იაპონიაში ხდება.
"ახლა იაპონიაში ხდება ნატურალური ექსპერიმენტი იმისა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო იმ შემთხვევაში თუკი იაპონია კურილიის კუნძულებს დაესხმებოდა", _ წერს თავის ბლოგში მომხმარებელი სახელად "ელ-მურიდი" და აგრძელებს: - "8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 მეგატონის ბირთვული ნაღმის აფეთქების ექვივალენტურია. თანამედროვე სტრატედიულ ნაღმს 0, 5 მეგატონის სიმძლავრე გააჩნია, ხოლო სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ახლა ხდება ის, რაც შეიძლება ელოდოს ქვეყანას, იმ შემთხვევაში თუკი მას ერთდროულად 20 სტრატეგიული საბრძოლო ნაღმი დაბომბავს. ხაზს ვუსვამ არა ტაქტიკური არამედ სტრატეგიული".
"არც გერმანულ და არც ინგლისურ კომენტარებში ან ბლოგებში მე არასოდეს მინახავს ასეთი მასობრივი სიხარული სხვისი ტრაგედიის გამო, არასოდეს", - აღნიშნავს ბლოგერი "მაჰბრაუნი" და აგრძელებს: "აი რუსებთან კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომაცაა, რომ მე ყოველთვის ცახცახი მეწყება, როდესაც ვიღაც ახლოს იწყებს საუბარს რუსული სულის სიდიდეზე და განსაკუთრებულ რუსულ სულიერებაზე".