სომხეთის ელჩმა საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. პრაჩ სილვანიანი სამშობლოში გამგზავრებამდე თბილისის მერს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ესტუმრა.
გიგი უგულავამ ელჩს დედაქალაქის სიმბოლური გასაღები და სამადლობელი წერილი გადასცა. ეს საჩქარი ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
უგულავას თქმით, სამი-ოთხი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული, კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა.
"2010 წელს სომხეთიდან ტურისტების ნაკადი ყველაზე მაღალი იყო საქართველოსა და თბილისში. რა თქმა უნდა, ეს საელჩოს აქტიურმა მუშაობამაც განაპირობა",_აღნიშნა გიგი უგულავამ.