იაპონიაში, ფუკუსიმას პრეფექტურაში, სადაც ორი ატომური ელექტროსადგური "ფუკუსიმა I"-ის და "ფუკუსიმა II" მდებარეობს ახალი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდას უდრიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ ჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლებამ ატომური სადგური ელექტროსადგურების "ფუკუსიმა I"-ის და "ფუკუსიმა II" -ის ირგვლივ მიმდინარე მოსახლეობის ევაკუაციის ათკილომეტრიანი ზონა ოც კილომეტრამდე გააფართოვა. ამჟამად მოსახლეობის ევაკუაცია ატომური ელექტროსადგურებიდან 20 კილომეტრიან ზონებში მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს.
"ფუკუსიმა II" -ის ატომური ელექტროსადგური "ფუკუსიმა I" ატომური ელექტროსადგურიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.