იაპონიის ქალაქ მინამისანრიკუს (მიაგის პრეფექტურა) მოსახლეობის თითქმის ნახევარი ანუ 9, 500 ადამიანი მომხდარი მიწისძვრის შედეგად ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქში სულ 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათგან 9,5 ათასის ბედი ჯერ ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.
„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.
მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.