ევროკომისია მომავალი კვირის დასაწყისში იაპონიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ბირთვული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტების საგანგებო სხდომას მოიწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე "ფუკოსიმა I" -ზე გაგრილების სისტემა პარასკევს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა. მართალია სპეციალისტებმა დაგროვილი გაზის ნაწილის გამოდევნა შეძლეს, თუმცა აფეთქება ატომურ ელექტროსადგუზე დღეს მაინც მოხდა.