ახმეტელის თეატრის მსახიობებმა კუთვნილი სასურსათო ვაუჩერები სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცეს. ნანული სარაჯიშვილი, ზურაბ ცინცქალაძე და მალხაზ ასლამაზიშვილი სისაურების ოჯახს ესტუმრნენ და ვაუჩერთან ერთად სურსათის პროდუქტიც მიუტანეს.
სოციალურად დაუცველ ოჯახში ორი პირველი ჯგუფის ინვალიდია, სადაც ერთი არასრულწლოვანიც იზრდება. მსახიობები ლეილა სისაურს ტელევიზორის ჩუქებასაც დაჰპირდნენ.
როგორც ზურაბ ცინცქალაძემ აღნიშნა, ვაუჩერები სწორედ ასეთ ოჯახებს უნდა გადაეცეს.
"ვფიქრობ, ვაუჩერი და სურსათი სწორედ იქ მივიტანეთ, სადაც უნდა მიგვეტანა",_აღნიშნა მსახიობმა.