უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო მიიჩნევს, რომ უკრაინამ რეფორმებში მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღოს. ტიგიპკოს თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას დაასამარებენ. ტიგიპკომ აღნიშნა, რომ საქართველომ თავის დროზე 10 ათასი მილიციის თანამშრომელი და საბაჟოს თანამშრომელთა 85 % გაანთავისუფლა. მისივე თქმით, საქართვეოში სამართალდამცავებისადმი ნდობა 80 %-ია მაშინ როდესაც უკრაინაში მოსახლოების მხოლოდ 10 % ენდობა სამართალდამცავებს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აღმასრულებელი სტრუქტურების თანამშრომლებისგან მკაცრად უნდა იქნეს მოთხოვნილი და ვინც საჭიროა ციხეშიც წავიდეს.
ტიგიპკო აცხადებს, რომ რეფორმების გატარების შემდგომ აღმასრულებელი ხელისუფლება რეიტინგს აუცილებლად დაკარგავს.