იაპონური ტელეკომპანია "NHK" ფუკუსიმა -1 ატომურ ელექტროსადგურზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, ფოტოები ალექსტოსადგურზე აფეთქების შემდეგ არის გადაღებული, მათზე ნათლად ჩანს, რომ ერთ-ერთი ბლოკის შიდა კედელი დანგრეულია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფეთქების რაიონში მეხანძრეთა ბრიგადებია გაგზავნილი.
შეგახსნებთ, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ პირველ რეაქტორთან ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ზუსტი ინფორმაცია აფეთქების ხასიათის შესახებ ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ადრე ვცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ რადიოაქტიური ცეზიუმი აღმოჩენილია "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკთან. სადგურზე საგანგაშო მდგომარეობაა.
სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ რეაქტორში საწვავის გალღობა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.
„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.
მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.