მტკვარში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფონიჭალაში გვამი მოქალაქეებმა შეამჩნიეს და სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს.
მამაკაცი რამდენიმე საათის გარდაცვლილია. ჯერჯერობით მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მასზე ძალადობის კვალი არ შეინიშნება.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახური, ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.