იაპონიის ხელისუფლებამ, სტიქიური უბედურების ზონად მიჩნეული ქვეყნის ხუთი პრეფექტურიდან, 300 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის ათკილომეტრიანი ზოლიდან, სადაც რადიაციული დონის ზრდაა დაფიქსირებული. ამ დროისთვი9ს ფულუსიმას შემოგარენიდან 104 ათასი ადამიანია ევეკუირებული.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.
„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.
მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.