საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეული ტრაგედიის გამო.
განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვეგბერდზე გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი შეძრა იმ თავზარდამცემმა უბედურებამ, რომელიც იაპონიას დაატყდა თავს და რომლის გამოც ქვეყანამ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა - იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე, უგზოუკვლოდ დაიკარგა ასობით მოქალაქე და დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას".
საქართველოს პრეზიდენტი, მთელი ერის სახელით, თანაგრძნობას უცხადებს იაპონიის მთავრობას, იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს.