ცუნამიმ იაპონიის შემდეგ ინდონეზიასა და ფილიპინებსაც შეუტია. პირველი ტალღა ინდონეზიას ჩრდილოეთ სანაპიროდან დაატყდა თავს. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, პირველი ტალღა სუსტი იყო.
ამ ეტაპზე უცნობია ზარალის რაოდენობა. ინდონეზიის სანაპირო ზოლი საგანგაშო მდგომარეობაშია, რადგან არსებობს საშიშროება ცუნამის განმეორებისა. მცირე ცუნამი იყო ფილიპინებშიც. აღნიშნული ქვეყნის სანაპირო ზოლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჰავაიში მომხდარი ცუნამის შესახებ ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცუნამი კიდევ წყნარი ოკეანის აუზის 20 ქვეყანას ემუქრება.