ლიბიელმა აბონენტებმა კადაფის მებრძოლთა მიერ ბენგაზისა და აჯაბიას აღების შესახებ სმს-შეტყობინებები მიიღეს.
"ქალაქო აჯაბია: იყავი ბედნიერი, რადგან შენი გათავისუფლების დღე ახლოვდება", _ ნათქვამია სმს-შეტყობინებაში.
სხვა სახის შეტყობინებებს იღებენ ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზის მცხოვრებნი, რომელიც მუამარ კადაფის ოპოზიციის რეჟიმის ცენტრად მიიჩნევა.
"ბენგაზის უბედურო ხალხო, მოემზადეთ ბედნიერებისთვის, რადგან გათავისუფლების დღე ახლოვდება", _ ნათქვამია შეტყობინებაში.