"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებენ. როგორც დღეს, პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მილიონამდე დავებში ჩართვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცდომა იყო და მისი 500 000 ლარამდე დაწევა დაუშვებელია.
"აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ამ სახით შეუძლებელია, რადგან ეს არის ბიზნესზე ზეწოლა და შანტაჟია. აუცილებელია კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს და დავიწყოთ მისი გადახედვა", - აღნიშნა ვეფხვაძემ და აქვე დასძინა, რომ მაში, როდესაც სასამართლო დავაზე კერძო სუბიექტს წინ იუსტიციის სამინისტროს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი უდგება ბიზნესს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა, რომ რატომ ხდება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის დავებზე დასწრება, რაზეც კანონპროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კახაბერ ანჯაფარიძემ განუმარტა, რომ ეს მათი მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით გადაწყდა.
"ამით გინდათ თქვათ, რომ სასამართლოში არაკვალიფიციური კადრები გყავთ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროში-გენერალურ პროკურატურაში არიან კვალიფიციური თანამშრომლები? ხომ არ ფიქრობთ, რომ სჯობია იმ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმსჯელოთ, რომლებიც უშუალოდ ამ საქმეებს უძღვებიან", - მიმართა ანჯაფარიძეს ვიცე-სპიკერმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტრო ჯერ მილიონის ზემოთ დავებში და ახალა უკვე 500 000-იან დავებში იმიტომ ჩართო, რომ ბიზნესის დაშინება სურს და თუ პროკურატურა არ მოშორდა ბიზნეს, მათ მომავალი არ ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე დებატები "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენლების სასამართლო განხილვაში ჩაერთვას ითვალისწინებს, თუ დავის საგანს 500 000 ლარი წარმოადგენს.
მოქმედი კანონმდებლობით კი დავაში ჩართვა სახელმწიფო მოხელს მხოლოდ მაში შეეძლო თუ დავის საგანი ერთ მილიონ ლარს შეადგენდა.