იაპონიაში, ცუნამმა რამდენიმე გემი წაიღო. BBC ინფორმაციით, ერთ-ერთ გემის ბორტზე 100 ადამიანი იმყოფება. ცუნამმა წაიღო დიდი რაოდენობის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლებიც. იწვის ონაგავას ატომური ელექტროსადგურის ტურბინების დარბაზი.
ცუნამმა იაპონიას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე შეუტია, დილით კი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით მიწისძვრასა და ცუნამს 44 ადამიანი ემსხვერპლა.
ცუნამი ემუქრებათ სხვა ქვეყნებსაც.