გავლენიანი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციების ჩადება ჩვენი ქვეყნისთვის "დიდი რეკლამა" იქნება
"დონალდ ტრამპთან ხელმოწერილი შთანხმება ძალიან დიდი რეკლამა და პოზიტიური მესიჯი იქნება მსოფლიო ინვესტორებისთვის" - განაცხადა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, ფასების ზრდასა და ინფლაციაზე საქართველოს მთავრობის პასუხი სწორედ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და ახა სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს.
"რეალურად ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადების კუთხით მსოფლიო ინვესტორები დიდ დაინტერესებას გამოთქვამენ' - აღნიშნა გილაურმა.
შეგახსენებთ რომ ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპის კომპანია ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და სასტუმროს ააშენებს. თავდაპირველად ტრამპი საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.