სტიქია მძვინვარებს აშშ-ში - ნიუ ჯერსის შტატში სტიქიის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.
გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
წყლის ქვეშ მოექცა საავტომობილო მაგისტრალები, ამის გამო კი მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია.
არ მუშაობს სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები.
ნიუ-ჯერსის პარალელურად წყალდიდობა აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშიც ებრძვიან.
წყალდიდობაა პენსილვანიასა და ნიუ-იორკშიც. სონოპტიკოსების პროგნოზები არადამაიმედებელია.