პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პლენარული სხდომიდან "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გააძევა. აღნიშნული გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციასა უმრავლესობას შორის გამართულ დებატების დროს უმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის გამოსვლის შემდეგ ვეფხვაძემ მიკროფონის ჩართვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ადგილიდან გააპროტესტა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს გაფრთხილება მისცა, რომ თუ კომენტარებს ადგილიდან გაკეთებას განაგრძობდა დარბაზის დატოვება მოუწევდა.
მესამე გაფრთხილების შემდეგ ბაქრაძემ მანდატურებს სთხოვა ვეფხვაძე სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით ვიცე-სპიკერმა რეგლამენტის 264 მუხლი დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე დებატები "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენლების სასამართლო განხილვაში ჩაერთვას ითვალისწინებს, თუ დავის საგანს 500 000 ლარი წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობით კი დავაში ჩართვა სახელმწიფო მოხელს მხოლოდ მაში შეეძლო თუ დავის საგანი ერთ მილიონ ლარს შეადგენდა.