ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი აპრილში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განუცხადა, აღნიშნულზე მხარეები ბერნში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ბერნში გამართული შეხვედრის შედეგი ის არის რომ მხარეები შემდგომი შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ", - განმარტა მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველოს პოზიცია უცვლელია და ეს ფსოუსა და როკის გვირაბზე არსებული საბაჟOO გამშვები პუნქტების ლეგალიზებას შეეხება.
"საქართველოს ხელისუფლება ამ პოზიციას არ შეცვლის", - დასძინა მჭედლიშილმა.
შეგახსენებთ რომ თბილისსა და მოსკოვს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშსირებით მოლაპარაკებები გუშინ 10 მარტს დაიწყო.