მთავრობა აგრარული პოლიტიკის სახელმწიფო კომისიას ქმნის.საკითხის დეტალებს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
როგორც სხოდმის დაწყების წინ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
"მთავრობისთვის სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩემნა პრიორიტეტულია. სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დარგის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე სამინისტროს მეტი დაფინანსება გამოეყოფა" - განმარტა კვეზერელმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ აგრარული პოლიტიკის სახელმწიფო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც პრეზიდენტმა მას "აგრარულ მთავრობად გადაქცევის დავალება მისცა".