იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყვის მთელ რიგ რეგიონებში რთული ვითარებაა. იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურასტან 10 მეტრიანმა ტალღებმა ავტოსადგომებიდან ავტომანქანები ზღვაში ჩაიტანა.
ცუნამი ქვეყნის რიგ რაიონებში გაზსაცავებში ხანძრების მიზეზი გახდა.
ტოკიოს გარეუბანში შეწყვეტილია 5 ატომური ელექტროსადგურის მუშაობა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის განცხადებით, რადიაციის გაჟონვა არ დაფიქირებულა. დახურულია ქვეყნის მტავარი აეროპორტი ნარიტა.
ვრცედება ინფორმაცია 20 დაღუპულის შესახებ. ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანი იმყოფება.
ქვეყნის მთელი რიგი სამსახურები საგანგებო რეჯიმში მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იაპონიაში 8,9 სიმძრალვრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც თავისი სიძლიერით მეხუთეა 1900 წლის შემდეგ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრებს შორის.