ლიბიიდან გაქცეული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაბრუნდებიან. იტალიასა და მალტაში საქართველოს კონსულის ვახტანგ ანდღულაძის განცხადებით, გემი, რომლითაც, მეზღვაურებმა ლიბიის დატოვება მოახერხეს, ამ დრომდე მალტის ნავსადგურის მისასვლელთან, რეიდზე იმყოფება.
"ჯერ უნდა გადაწყდეს გემის პორტში შეშვების საკითხი, რაზეც ადგილობრივი მთავრობა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ორ დღეში მიიღებს. უკვე ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები მათი სამშობლოში დაბრუნების საკითხზე", - განმარტავს ანდღულაძე.
ამასთან, დიპლომატის თქმით, მეზღვაურებს დღესვე პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებსა და ნივთებს მიუტანენ, რითიც ისინი უკვე რამდენიმე დღეა ვერ სარგებლობენ.