დიდ ბრიტანეთში, 29 აპრილს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწინო ცერემონია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ისრაელელმა მხატვარმა მიხაელ ჰორტონმა, საჩუქრის სახით ებრაული საქორწინო კონტარქტი (კტუბუ) მოამზადა. ტექტსი ინგლისურ ენაზე და ივრითზეა დაწერილი. იგი ებრაული კანონებისგან შორს დგას. მასში მცირე სახითაა რელიგია და ბევრია ფემინიზმი.
კერძოდ, კტუბუში ნათქვამია: "ჩვენ ერთმანეთისთვის ერთგული ვიქნებით ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ხელს შევუწყობთ ერთამნეთის ემოციურ და სულიერ განვითარებას".
საჩუქარი ავტორმა წყვილს ბრიტანელი ელჩის დახმარებით გადასცა.