პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოზე ვაშინგტონი არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, რომ საქართველო ხელს არავის არაფერში უშლის. ჩვენ არ განვიცდით არანაირ ზეწოლას და არც ვაშინგტონი მოითხოვს ჩვენგან დაჟნებით რამეს. ჩვენ ადმინისტრაციასტან ამ საკითხზე კარგად ვთანამშრომლობთ", - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო სამეზობლოში ურთიერთობის მოწესრიგებით დაინტერესებულია, თუმცა არსებობს წესები, რომელთა დაცვაც რუსეთს მოუწევს.
"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ურთიერთობის მოწესრიგებით ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ არსებობს წესები, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს ვეტოს საქართველო ადებს, თუმცა მხარეებს შორის გასულ კვირას მოლაპარაკებები განახლდა.