საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რომ "ტრამპ ჰაუერის" ინვესტიცია რეგიონის ქვეყნებს შორის პირველად სწორედ საქართველოში ჩაიდება, საამაყოა.
"ბათუმი არის თვალსაჩინო ადგილი. ის ნამდვილად იქნება გრანდიოზული ქალაქი. ის ემსგავსება ისეთ ცენტრებს, როგორიც დუბაი და სინგაპურია. შავი ზღვრის რეგიონში ეს არის პირველი ქალაქი, სადაც დონალდ ტრამპის ინვესტიცია შემოდის", - განაცხადა სააკაშვილმა გავლენიან ამერიკელ მილიარდელთან შეხვედრისა და მასთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელიც საწყის ეტაპზე ბათუმში, შემდეგ კი თბილისში, 250 მილიონი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ტრამპი ის ადამიანია, რომლისგანაც ის ბევრ რამეს სწავლობს.
"ყოველთვის ყველა ამბობდა, რომ დონალდი გავიდა თამაშიდან, მაგრამ ის ყოველთვის ბრუნდებოდა ახალი ენერგიით, ასეა ჩემი ქვეყნის შემთხვევაშიც. რამდეჯერაც თქვეს, რომ საქართველო დასრულდა, ჩვენ დავბრუნდით ახალი ენერგიით. ბევრი მსგავსება არსებობს ჩვენს შორის და ამიტომაც ვიპოვეთ ერთმანეთი. დონალდ ტრამპი ჩემთვის ის ადამიანია, ვისგანაც ჩემიძლია ვისწავლო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გავლენიანი მილიარდელი საქართველოშიც დაპატიჟა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი აქ მალე ჩამოვა.
"იმედია, მე თქვენ გნახავთ საქართველოშიც. მადლობას გიხდით, რადგან თქვენი სახელი მიღწევებს უკავშირდება. მინდა რომ ჩვენი ქვეყანა თქვენი მორიგი წარმატების ადგილი გახდეს. მადლობთ იმ ცვლილებებისთვის, რომლებსაც ახორციელებთ თქვენს სახელმწიფოში და მსოფლიოში ჩემი ქვეყნის ჩათვლით", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს.