იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან 250 მილის მოშორებით, 20 მილის სიღრმეზე 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ბიძგები დაფიქსირდა ტოკიოშიც. როგორც თვითმხილველები აღწერენ, მიწისძვრის დროს შენობებმა ძლიერი რხევა დაიწყეს და უსაფრთხოების მიზნით მაცხოვრებლები იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ.
იაპონიის სეისმოლოგიური სამსახურები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მაიაგის პრეფექტურის სანაპიროს შეიძლება ძლიერმა ცუნამი დაატყდეს თავს.