სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო მიიჩნევს, რომ ლიბიის მოქმედი რეჟიმი უკანონოა და საუბრობს აუცილებლობაზე კავშირი დაამყაროს ლიბიის ოპოზიციურ გარდამავალ საბჭოსთან. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
ორგანიზაციაში, რომლის წვერებიც არიან ბაჰრეინი, ყატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ომანი და საუდის არაბეთი ოპოზიციურ ნაციონალურ საბჭოსთან თანამშროლობას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება 15 თებერვალს დაიწო. ქვეყანა ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცმებით დაღუპული 6 ათასამდე ადამიანი.