09:00 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სამეცნიერო სიმპოზიუმს ჩაატარებენ. თემა: "მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტეგრირება".
მის.: მ. ასათიანის ქ. #9, ტელ.: 895 95 61 03
10:00 - ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება 12:00 საათამდე შეეზღუდება.
10:30 - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისა და თიბისი ბანკის ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: აღმაშენებლის 89/24
11:00 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ "მოდუს" ეწვევა და სასწავლებლის საქმიანობას ადგილზე გაეცნობა.
მის.: რუსთავი,შარტავას გამზ. № 4
11:00 - კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი, თბილისში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.
მის.: მ. კოსტავას I შესახვევი, №33
11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი დემეტრაძის, დავით გაგნიძის, დავით ფეიქრიშვილისა და ვატო ყიფიანის პროცესი გაიმართება.
11:00 - სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ობიექტებში: ჰიპერმარკეტი "გუდვილი", მარკეტები "სუზალა" და "ბიოლაინი" სახელმწიფო ინსპექტირებას განახორციელებს.
11:00 - იუსტიციის სამინისტროში საპროცესო გარიგების საკითხებზე სემინარი იწყება.
11:00 - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სემინარს ჩაატარებს.
მის.: ილ. ჭავჭავაძის გამზ. № 3
12:00 - საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
12:00 - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: უცხოეთში დაქორწინების მსურველ პირებს საშუალება აქვთ ონლაინრეჟიმში გააკეთონ განცხადება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე.
მის.: წერეთლის # 67ა
12:00 - "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "რკინიგზელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება".
12:00 - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე, სუპერმარკეტ "პოპულისთან" ბრიფინგს გამართავს. თემა: "ინფლაციის მასშტაბები და საარსებო მინიმუმი".
12:00 - "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ აგორებული "შავი პიარის" შესახებ განცხადებას გააკეთებს.
12:00 - თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "უსახლკაროდ დარჩენილი თბილისელები".
13:00 - პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გამართავს პრესკონფერენციას. თემა: საბიუჯეტო პოლიტიკის ანალიზი.
მის.: ლვოვის ქ # 56
13:00 - "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "განსაკუთრებული მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას".
13:00 - მთავრობის კანცელარიის წინ, ლაშა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის მხარდაჭერით, "მაუდკამვოლის კომბინატის" დაზარალებული წვრილი აქციონერების აქცია გაიმართება.
13:00 - მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართბა.
13:00 - მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
მის.: ფალიაშვილის ქ. #33 ა
13:00 - წინააღმდეგობის მოძრაობა ბრიფინგს გამართავს. თემა: "პატიმრების წამება".
მის.: ძმები კაკაბაძეების ქ. #2 ა, ტელ.: 897 11 99 11
13:00 - პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "საბიუჯეტო პოლიტიკის ანალიზი".
მის.: ლვოვის ქ. # 56
13:00 - "იმიჯ-ცენტრი" "NEW FACE MODEL SEARCH"-ის კონკურსთან დაკავშირებით "დიდუბე-პლაზაში" პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #116, ტელ.: 899 98 39 40
13:00 - სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი პრესკონფერენციას გამართავს.
14:00 - რესპუბლიკური პარტიის საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. თემა: სახელისუფლებო მონოპოლიები და მცირე მეწარმეების დაწიოკება.
14:00 - "სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში" კავკასიის უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #9
14:00 - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: ა. ცაგარელის ქ. #74
14:00 - "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" ხობში წინააღმდეგობის კომიტეტს დააფუძნებს.
14:00 - თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ გიორგი გუგუშვლის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
16:00 - "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" ზუგდიდში წინააღმდეგობის კომიტეტს დააფუძნებს.
17:30 - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მეტრო "ნაძალადევის" გვერდზე მდებარე სკვერში ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდება.
18:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
18:00 - გალერეა "ბაია" ჯარჯი ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
მის.: შარდენის ქ. #10
18:00 - ლიტერატურის მუზეუმში ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი წიგნის "შუშანიკის შვილების" პრეზენტაცია გაიმართება.
18:00 - პროფკავშირების კულტურის ცენტრში ორგანიზაცია "ქალები სოციალური სამართლიანობისთვის", ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #43