დღეს, 11 მარტს, პარლამენტი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს უფლებამოსილებანი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცეს, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მრთვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკის განხორციელებას, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცებას.
გარემოს დაცვის სამინისტროდან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცემა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები.
რეორგანიზებული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სატყეო სააგენტო" და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო" და მათ ბაზაზე შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბუნებრივი რესურსების სააგენტო".
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაეცემა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათ შორის თევზჭერასთან და ნადირობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მომარაგების დამტკიცებას. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხებისა და განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ანალოგიურად საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება მიწების მიზნობრიობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაგენას, სახელმწიფო ტყის ფონდის გაზრდას ან შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართვეობის სფეროში გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ბუნებრივი რესურსების სააგენტო და სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები, რომლებიც უკავშირდება გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან და სივრცულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაეცემა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია რეიგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
ხაჩიძის უწყებიდან ენერგეტიკისა და ბუნებირვი რესურსების სამინისტროს შემადგენლობაში გადადის გარემოს დაცვის ინსპექცია და საგამოძიაბო დეპარტამენტი, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ლიკვიდირებული უნდა იქნას.
აღნიშნული კანონპროქტის დამტკიცების შემდეგ საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს აუცილებელი საკანონმდებლო პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე აქტების ამ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკვშირებით ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, 27 მილიონიდან გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ 15 მილიონი ლარიღა დარჩა და ნარჩენი თანხის ძირითადი ნაწილი ენერგეტიკისა და ბუნებირვი რესურსების სამინისტროს გადაევცა. გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის მოთხოვნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში დარჩა.