ბასა ჯანიკაშვილმა თავისი ახალი რომანის - "ომობანა" პრეზენტაცია წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსაში" გაიმართა.
მწერალმა და დრამატურგმა დამსწრე საზოგადოებას წიგნის ფაბულა გააცნო და აღნიშნა, რომ "ომობანა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეა.
წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაიბეჭდა.
პრეზენტაციის მეორე ნაწილში დამსწრე საზოგადოებისთვის ჩატარდა კონკურსი. კონკურის მონაწილეებს ხუთი სიტყვით უნდა გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება და განცდა 2008 წლის აგვისტოს ომზე.
კონკურსის გამარჯვებულს ბასა ჯანიკაშვილმა საკუთარი წიგნები უსახსოვრა.
სტუმარებს ასევე გადაეცათ ჯეოსელის მიერ დაწესებული საჩუქრები.
უნდა ღინიშნოს, რომ ბასა ჯანიკაშვილის პიესის მოსკოვის თეატრში "დოკი" იდგმება სპეკტაკლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეძღვნება.