ამერიკელი სამხედროები ჰამიდ კარზაის მშობლიურ სოფელში ვერტმფრენით ჩაფრინდნენ და შტურმით აიღეს სახლი, რომელშიც კარზაის ბიძაშვილი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰამიდ კარზაიმ ადრე არ მიიღო ნატოს ბოდიში ავღანელი ბავშვების ნატოს სამხედროების ბრალეულობით დაღუპვის გამო.
ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ყანდაღარში სახლის შტურმით აღების შედეგად, ავღანეთის პრეზიდენტის ბიძაშვილი მოკლეს. ჰანჯი იარ მოჰამმად კარზაის გარდაცვალება უკვე დაადასტურა ყანდაღარის პროვინციალური საბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, იან კარზაი სოფელ კარზიდან უცხო ქვეყნის სამხედროების მიერ თალიბების განდევნის მსვლელობისას გარდაიცვალა.
ირანული ტელეკომპანია "პრეს-ტვ"-ის ინფორმაციით, ამერიკული სპეცდანიშნულების დანაყოფით სავსე ვერმფრენი სოფელ კარზში დაეშვა და ჰანჯი იარ მოჰამმად კარზაის სახლი შტურმით აიღო. აღნიშნულია ისიც, რომ კარზაის ოჯახის თავზე უკვე კარგად ხანია შავი ღრუბელი იყრის თავს: მაჰმუდ კარზაის, აშშ-ისა და ავღანეთის მოქალაქეს და ავღანეთის პრეზიდენტის ძმას გადასახადებისგან თავის არიდებაში და გამომზალველობაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტის ნახევარძმას აჰმედ ვალი კარზაის კი ნარკოტიკების გავრცელებაში ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სულ უფრო და უფრო ცუდად რეაგირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, რომელსაც ავღანეთში მყოფი ნატოს სამხედრო კონტიგენტი სჩადის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჰამიდ კარზაიმ არ მიიღო ნატოს ბოდიში, რომელი ცხრა ავღანელი ბავშვის დაღუპვის გამო ალიანსმა მოიხადა. კარზაიმ ამაზე განაცხადა - "შეუძლებელია ამიერიდან დასაშვებად მივიჩნიოთ სამშვიდობო მოსახლეობას შორის არსებული დანაკარგი ავღანეთში".
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, 2010 წელს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის ავღანეთში 2777 ადამიანს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანას 2011 წელს დაიწყებდა. დღეს ამერიკული კონტიგენტი თითქმის 100 ათას სამხედრს შეადგენს.