მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმულირებაზე ოპოზიცია და უმრავლესობა კონსულტაციებს 11 მარტს, პლენარულ სხდომის დაწყებამდე გაამართავენ.
როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, მხარეების პოზიციები მაუწყებლის ფინასური აუდიტის განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით დაახლოებულია და მის საბოლოო ფორმულირებაზე 11 მარტს შეთანხმდებიან.
"შეხვედრაზეპოზიციები გავცვალეთ, რომელიც აუდიტის მიერ დასკვნის დადებას ეხება კონკრეტულ მედიასაშუალების ფინანსებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, პოზიციებს კიდევ უფრო დავაახლოვებთ და შესაბამის ფორმულირებები უკვე აისახება მედიაგამჭვირვალეობის ტექსტში", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი განმარტებით, შესაძლოა აუდიტი ტარდებოდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა არა საერთაშორისოდ აღიარებული, ცნობილმა აუდიტორული ფირმების მიერ.
"აუდიტი შეიძლება ნებისმიერმა აუდიტორულმა ფირმამ ჩაატაროს, თუმცა იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც ევროპაშია", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესაბამისად, ოფშერში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების წილების ფლობა ეკრძალებათ. თავდაპირველად უმრავლესობა აღნიშნულთან დაკავშირებით 10% ლუფტის დატოვებას ითხოვდა, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნით იგი განულდა.
კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არა უგვიანეს 2011 წლის 1-ლი ივნისისა უზრუნველყოს კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარდგენა.