საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოსკოვთან დიალოგი ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხითაც დაიწყოს.
"არსებობს ბევრი საკითხი მოსალაპარაკებლად. ყველაზე მთავარი დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნებაა, მაგრამ ახლა საკითხი ისე არ დგას, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მიწის დაბრუნება... არსებობს სხვა საკითხებიც, მაგალითად ტერორიზმი და ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს თანამშრომლობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, დიალოგის დაწყება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებშიც შედის.
"მათ ინტერესებში და ჩვენს ინტერესებში შედის რომ არ იყოს ძალადობა. გვსურს გავარკვიოთ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოფიცრების მხრიდან, რა შეიარაღებული დაჯგუფებები გადიან მომზადებას, გვსურს გამოვიძიეოთ ტერაქტები, რომლებიც თბილისში მოხდა", - დასძინა სააკაშვილმა.