საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სოჭში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის დასაჩქარებლად რუსეთი იმ მიწის ეკოსისტემას ანადგურებს, რომელიც მას არ ეკუთვნის.
"აფხაზეთის სანაპირო ეკოლოგიური თვალსაზრისით ნადგურდება. გაქვთ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის ინერტული მასალები. რუსეთის პრობლემა იმაშია, რომ ობიექტების მშენებლობის დასაჩქარებლად ანადგურებს იმ მიწის ეკოსისტემას, რომელიც არ ეკუთვნით. ეს კარგად იცის თვითონ და ვფიქრობ, კარგი გაკვეთილია იქ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვისაც", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი "კომერსანტთან" ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, "ხანგრძილავდ ასეთი უკანონობა შეუძლებელია დაკანონებული იყოს".
"რაც უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, მით უფრო ნაკლები სანერვიულო ექნება ყველას", - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი.
რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ქვეყნის პირველი პირის თქმით, ეს ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია.
"ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის მიღება ან არმიღება ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია. მეორეს მხრივ, 2014 წელი საკმაოდ შორსაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.