საფრენგეთი ლიბიის გარდამავალ საბჭოს ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობად ოფიციალურად აღიარებს. გარდამავალი საბჭო ოპოზიციურმა ძალებმა ლიბიის არეულობების დაწყების შემდეგ ქალაქ ბენგაზში ჩამოაყალიბეს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაციამ გააკეთა.
როგორც BBC იუწყება, საფრნგეთი და ლიბიის ალტერნატიული მთავრობა მზადაა ელჩები გაცვალონ.
აღნიშნული საბჭო ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს აკონტროლებს. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.