დღეს საქართველოს პარლამენტში, ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის წევრები, მართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პავლე კუბლაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის თემა იყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
"ვფიქრობ ხელისუფლება ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, თუმცა კუბლაშვილის თქმით, მართველი პარტია წითელ ხაზებს არც ერთ თემასთან დაკავშირებით არ ავლებს. ჩვენი აზრით, თემები, რომელზეც ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობს, უმნიშვნელოვანესია სამართლიანი და ობიექტური არჩევნებისათვის. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს არჩევნებისადმი ნდობა, აუცილებელია, გადაწყდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო სიები, პოლიციის ნეიტრალური პოზიცია არჩევნების პროცესში ა.შ. აღნიშნული თემების მოგვარება, ნიშნავს პატიოსანი კონკურენციის პირობებს ყველა საარჩევნო სუბიექტისატვის", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, სულხან ღლონტმა
შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მოლაპაპარაკებების მომავალი რაუნდი, 28- მარტს გაიმართება.