"თავისუფალი საქართველო" დევნილთა სამინისტროს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.
პარტიის წარმომადგენლის ოთარ ჭითანავას განცხადებით, დევნილთა კომპენსაციისთვის გათვალისწინებული თანხმები ადრესატამდე არ მისულა.
"ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა არსებული რეჟიმის დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დევნილ მოსახლეობას ყოფს კატეგორიებად-ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ჩვენიანებად და სხვისიანებად, მორჩილებად და დაუმორჩილებლებად.
ამჯერად საქმე ეხება ფულად კომპენსაციას, რომლის მიღების თაობაზე დევილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით ანგარიშსწორება მოხდენილია და დევნილების ეს კატეგორია დაკმაყოფილებულია. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს თანხა გადარიცხულია „ლიბერთი ბანკში", თუმცა ბანკში მისულ დევნილებს განუცხადეს, რომ ანგარიში დაიხურა და თანხა უკან დაუბრუნდა სამინისტროს. ფაქტია, რომ 2008 წლიდან აღნიშნული თანხა არ მისულა ადრესატამდე და მესამე წელია გრძელდება ეს დაუსრულებელი ფინანსური პინგ-პონგი, რაც ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან "ლიბერთი" ბანკსა და დევნილთა სამინისტროს შორის", - აცხადებს ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი.
მისივე განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" აღნიშნული საქმის მასალებს შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადასცემს.