რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის აზრით, დაანონსებული რევოლუციები სისუსტის მანიშნებელია.
"დაანონსებული რევოლუციებისა და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკების არ მჯერა. დაანონსებული რევოლუციები უფრო სისუსტის მანიშნებელია და შესაძლოა ნორმალური პროცესის ხელშემშლელიც იყოს. ჩვენ არავის ვემუქრებით, არ გვინდა რევოლუციები და უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში არ დავუშვათ სააკაშვილის მუბარაქიზაცია, რადგან ეს ნიშნავს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას ასობით ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე",- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს".ბერძენიშვილმა.
მისივე განმარტებით, ქუჩის აქციები ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს წარმატებით, როცა ის სამართლიანი არჩევნების ურუნველყოფის მოთხოვნით იმართება.
"ქუჩა უნდა იყოს რეალური, ნამდვილი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა პირიქით - ქუჩიდან მოხდეს პროცესების მართვა. ქუჩა წარმატებას აღწევს მაშინ, როცა ის სამართლიანი არჩევების უზრუნველყოფის მიღწევას ემსახურება. ადრე თუ გვიან არჩევნების გამყალბებელი მიდის სახლში. ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ", - განუმარტა ბერძენიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".