საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ მოძრაობის წევრებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ახალი ინიციატივები გააცნო.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდებს დეტალურად განუმარტა ის რეკომენდაციები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გააჟღერა საარჩევნო გამოს გაუმჯობესებისთვის.
"შევეცადეთ დეტალურად განგვემარტა, რატომ არის ესა თუ ის რეკომენდაცია და შეთავაზება მნიშვნელოვანი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებამ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, მათთვის საინტერესო საკითხებს თბილისში ბიომეტრული სიებით არჩევნების გამათვის ინიციატივა, ასევე მაჟორიტარულ სისტემების და მედიის საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის ხედვაც წარმოადგენდა.
"ჩვენ გვესმის რომ ხელისუფლებამ წარმოადგინა სავაჭრო პაკეტი, რომელზეც ის ბუნებრივია გააგრძელებს დიალოგს ოპოზიციასთან და გავინტერესებს ის წითელი ხაზები სად გადის რასაც არ დათმობს ხელისუფლება. ჩვენი აზრით ის რაც არის შემოთავაზებული არ არის ადეკვატური იმ დიალოგის, რომლზეც ხელისუფლება ოპოზიციასთან ახორცილებს", - აღნიშნა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამი ინიციატივით გამოდის, კერძოდ კი თბილისში მოხდეს პილოტირად არჩევნების ბიომეტრული სიებით ჩატარება, პატიმრებს, რომლებიც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არჩევნებში კენჭისყრის საშუალება უპარტიო, დამოუკიდებელ კანდიდატებსაც მიეცეთ.