ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ლიბიის დღეს ერთობლივ შეხვედრას გამართავენ და ლიბიის საკითხს განიხილავენ. როგორც BBC იუწყება, შეხვედრაზე განხილული იქნება ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების საკითხი.
ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იქნება და ევროპელი დიპლომატები ლიბიისთვის სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.
რამდენიმე წუთის წინ "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა მუამარ კადაფის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით შეაჩერა.
BBC -ს ინფორმაციით, ლიბიის შეიარაღებული ძალები მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რეგიონებზე სასტიკ თავდასხმებს ანხორციელებენ.