გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" ხელმძღვანელი დევიდ კრეიმერი იმ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას აუცილებლად მიიჩნევს.
"მე მხარს ვუჭერს სერგეი მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით სენატორ კარდინის მცდელობას რუსეთის ოფიციალურ პირებზე სავიზო აკრძალვების შემოღების თაობაზე. კერძოდ, ვიზაზე უარი ეთქვათ იმ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. ეს კარგი საშუალება იმისთვის, რომ ისინი დაფიქრდნენ, სანამ ადამიანის უფლებებს შელახავენ", - განაცხადა "ფრიდომ ჰაუსის" ხელმძღვანელმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე აზრით, აკრძალვა რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც უნდა შეეხოთ, რათა მათთმა შვილებმა არ დაისვენონ და არ ისწავლონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შეგახსენებთ, რომ სერგეი მაგნიცის საქმე, რომელიც ერთ-ერთი საივესტიციო ფონდის იურისიტი იყო და გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს, მოსკოვში ერთ-ერთი რეზონანსული საქმეა, რადგან ის დაპატიმრებიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია წერს, მაგნიცს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მას სათანადო მკურნალობაზე უარი უთხრა.