ტიბეტის პოლიტიკურმა და სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რომ თავიდან იცილებს დევნილობაში ტიბეტის ხელისუფლების მეთაურის პოლიტიკურ უფლებამოსილებას. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება. დალაი ლამას თქმით, ეს პოსტი არჩევითი უნდა იყოს.
ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დალაი ლამა ტიბეტის პარლამენტისთვის მიმართვას აპირებდა, რათა მომავალი წლისთვის საკუთარი უფლებამოსილების დასასრულებლად უფლება მიეცათ.
დღესდღეობით ტიბეტელ ბუდისტთა სულიერი ლიდერი ცენტრალური ტიბეტის ადმინისტრაციას მეთაურობს. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მას შეუძლია, პარლამენტს მიმართოს, რათა რეზოლუციას მოაწერონ ხელი.
ტიბეტის ხელისუფლება (იგივე ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაცია) 1950 წლიდან არსებობს. იგი დალაი-ლამას ინიციატივით შეიქმნა ტიბეტში ჩინელთა შეჭრის შემდეგ. მისი ლეგიტიმურობა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ აღიარა. ტიბეტის ხელისუფლების მთავარი მიზანი, ტიბეტის თავისუფლების აღდგენა და დევნილთა დახმარებაა.
75 წლის დალაი ლამა ტიბეტის დატოვების შემდეგ ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ დარმასალაში ცხოვრობს. ჩინეთის ხელისუფლებამ მას არაერთგზის დასდო ბრალი სეპარატიზმის გაღვივებაში. თავად დალაი ლამა აცხადებს, რომ ტიბეტის ფართო ავტონომიას მიაღწევს, უპირველესად კი_ მის კულტურულ ავტონომიას.