ლომისის მთაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილ ჩეხ ტურისტს სამშობლოში დღეს გადაასვენებენ. თომას ფილას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაჩენილ 5 დამსვენებელს კი პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.
ტურისტები ზვავმა იმ დროს მოიყოლა, როცა ისინი მთიდან ეშვედოდნენ. ტრაგედია განსაკუთრებული სირთულის მარშრუტზე მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები დროულად მივიდნენ, თუმცა 35 წლის ჩეხი დამსვენებლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზვავის ჩამოწოლა სავარაუდოდ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. 6-კაციან ჯგუფში სამი ჩეხი და სამი ფრანგი ტურისტი იყო.