ლიბიაში BBC -ის სამ ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა ტელერადიო სამაუწყებლო კორპორაციამ ( BBC) გაავრცელა.
ჟურნალისტები ფერას კილანი, გოკაი კორალტანი და კრის კობ-სმიტი ალ-ზავიაში შესვლის მცდელობისას მუამარ კადაფის მომხრე სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააკავეს. ლიბიის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ქალაქ ალ-ზავიაში შესვლა აუკრძალა, მაგრამ BBC -ის ჟურნალისტები, ისევევ როგორც სხვა მედიის წარმომადგენლები ქალაქში შესვლას მაინც შეეცადნენ.
იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ჟურანლისტის დამადასტურებელი მოწმობები წარუდგინეს, ბადრაგმა ისინი ტრიპოლის ერთ-ერთ ყაზარმაში მაინც წაიყვანა. ყაზარმაში ჟურნალისტები 20 საათზე მეტ ხანს გააჩერეს, სადაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჟურნალისტებს სცემდნენ ფეხებით და რეზინის ჯოხებით. გოკაი კორალტანის თქმით, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სიკვდილი ელოდათ. "ჩვენ სახით კედელთან დაგვაყენეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა ჩემს თავს ზემოთ რამდენჯერმე გაისროლა.
ბრიტანული ტელეარხის ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, როგორ მოახერხეს ჟურნალისტებმა გათავისუფლება. ნათქვამია მხოლოდ, რომ ლიბია მათ უკევ დატოვეს.