დღეიდან, 10 მარტიდან, სახალხო წარმომადგენლობითი კრების "შეფიცულთა" რაზმები ამოქმედდება. სახალხო კრების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფიცულთა წარდგენა და ფიცის დადების ცერემონიალი, 11:30 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.
შეიცულთა ჯგუფს გია ბურჯანაძე უხელმძღვანელებს.
შეფიცულთა რაზმები დედაქალაქის გარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება. მათი მიზანი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღკვეთა და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება იქნება.